”სიღნაღი” ტური - 1 დღე

დაწყება

თბილისი

საუკეთესო პერიოდი

ყველა სეზონი

მანძილი

220 კმ

ხანგრძლივობა

7 საათი

მინიმუმ

4 ადამიანი

სიღნაღი

სიყვარულისა და ღვინის ქალაქი,ასე უწოდებენ სიღნაღს ბოლო წლებში.ძალიან მიმზიდველია მათთვის,ვისაც განტვირთვა ესაჭიროება,მოსწონს ყველაფერი მშვენიერი,სასიამოვნო და პატარა. სიღნაღში გასეირნებისას,შეიძლება თავი იტალიაში იგძნოთ – არქიტექტურა საკმაოდ მსგავსია პატარა იტალიური ქალაქებისა. მოკირწლული,რომანტიკული ქუჩები,მოჩუქურთმებული აივნები, 24/7 საქორწილო-სარიტუალო მომსახურება.რა არის ამ ქალაქში მათთვის,ვისაც არ უნდა დაქორწინება? 

ქალაქი სიღნაღი მდებარეობს ცივ გომბორის მთებზე. სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს. სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევებით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითურ, ნეოლითურ და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული. მეფე ერეკლეს ბრძანებით 1770 წელს შედგენილ ქალაქთა ნუსხაში სიღნაღიც არის მოხსენიებული. სიღნაღს გარს არტყავს გალავანი, რომელიც მეორეა მსოფლიოში ჩინეთის დიდი კედელის შემდეგ. გალავანი 28 კოშკისაგან შედგება და მისი სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია. ადგილობრივმა მოსახლეობამ გალავანი ლეკებისაგან დასაცავად ააგო. 
სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა.

2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა სასტუმროები რესტორნები. სიღნაღი დიდი სტუმართმოყვარეობით მასპინძლობს ქართველ და უცხოელ დამსვენებელს. ქალაქში მუშაობს ათზე მეტი სასტუმრო.

ბოდბის მონასტერიწმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ქ. სიღნაღიდან 2 კმ-ზე.

გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე. ბოდბის მონასტერს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი მეფეები. იგი მრავალჯერ იქნა შეკეთებული და რესტავრირებული. XVII-XVIII საუკუნეებში ბოდბის მონასტერში მოღვაწეობდნენ მწიგნობარნი ზაქარია ბოდბელი (XVII ს.), ონოფრე ბოდბელი (XVIII ს.), იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), დავით ბოდბელი (XVIII ს.), იოანე მაყაშვილი (1743-1837) და სხვები.

1837 წლიდან ბოდბის მონასტერი გაუქმდა და სამრევლო ეკლესიად იქცა. 1889 წელს გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი, სადაც არსებობდა სამასწავლებლო სკოლა ხელსაქმისა და სამხატვრო განყოფილებებით. კომპლექსში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამნავიანი ბაზილიკა (სამი შვერილი აფსიდით). თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელი ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ამჟამად მნიშვნელოვნად არის სახეშეცვლილი, მობათქაშებულია შიგნითაც და გარედანაც. ეტყობა XVII და XIX საუკუნეების რესტავრაციის კვალი. წარწერის მიხედვით, XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.

ტურის ხანგრძლივობა: 6-7 საათი

დაწყების დრო: 10.00 სთ

ტურის საფასურში არ შედის კვება და გიდის მომსახურება

 


შეავსეთ მოცემული მარტივი ფორმა და ჩვენი აგენტი უმოკლეს დროში დეტალებით დაგიბრუნდებათ.

სახელი

ელ-ფოსტა

ტელეფონის ნომერი

სასურველია დაგიკავშირდეთ

ჩამოსვლის თარიღი

გამგზავრების თარიღი

ტურის დაწყების თარიღი

დაწყების ადგილი

სტუმრების რაოდენობა

ბავშვები

ტრანსფერი




სასტუმროს კატეგორია






გიდი


კომენტარი

შეუკვეთეთ


უკან დაბრუნება